ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში შტორმს 25 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში შტორმს 25 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა, ტორნადოს გამომწვევმა შტორმმა გადაუარა, რის შედეგადაც მისურისა და კენტუკის შტატებში სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ძლიერი ტორნადოები დაფიქსირდა მისურის, კენტუკის, ილინოისის და ინდიანას შტატებში.
შტორმმა დააზიანა სახლები, გზები, ავტომობილები ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით შტატში დაახლოებით 459 000 სახლი და კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად მისურის, კენტუკისა და მიჩიგანის შტატები დაზარალდნენ.
კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური კატასტროფის გამოცხადება მოითხოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.