ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ი ცნობით, ტორნადომ აშშ-ის მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, სულ მცირე, 5 ადამიანი იმსხვერპლა, 5000-მდე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. ადამიანების დაღუპვა და ნგრევა ნამდვილად საშინელებაა“, - განაცხადა ქალაქის მერმა, კარა სპენსერმა.
ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.