-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო

აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც სენატმა დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ე.წ. ნაწილობრივი შათდაუნი აშშ-ის მასშტაბით აეროპორტების და ქვეყნის სანაპირო დაცვის მუშაობას შეაფერხებს, თუმცა „შათდაუნი“ აშშ-ის საიმიგრაციო სააგენტოების მუშაობას ხელს არ შეუშლის.
„დემოკრატი“ კონგრესმენების განცხადებით, დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ მასში საიმიგრაციო სააგენტოებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით სხვადასხვა ზომები არ შევა. კერძოდ, „დემოკრატები“ ითხოვენ, რომ საიმიგრაციო აგენტებისთვის ნიღბების ტარება აიკრძალოს და მათ მიერ ორდერის მიღების წესები გამკაცრდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტის დაფინანსების ვადის ამოწურვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინაროებდა“.
„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის უნდა დავიცვათ. ისინი შესანიშნავად მუშაობენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს