პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში "შათდაუნი" 36-ე დღეა გრძელდება - BBC

აშშ-ში "შათდაუნი" 36-ე დღეა გრძელდება - BBC

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა ნაწილი კვლავ ანაზღაურების გარეშე მუშაობს, მილიონობით ამერიკელი კი აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩა.
პარალელურად, დემოკრატები და რესპუბლიკელები, რამდენიმე კვირაა, ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას ვერ აღწევენ.
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს 2018- 2019 წლებში, 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.