პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, - ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები 345-ე დღეა იკრიბებიან.
მათი განცხადებით, სინდისის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლებამ ყველა კანონი სათავისოდ მოირგო და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ციხეში გაუშვა.
„უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და პროტესტში მიიღოს მონაწილეობა. პატრიოტებს, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. ქვეყანას სჭირდება გადარჩენა. ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება“, - აცხადებენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.