ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „ჰელენი“ დაარტყდა თავს, რომელსაც, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ფლორიდაში, სადაც ქარის სიჩქარემ 225 კ/სთ-ს მიღწია, საგზაო ნიშნის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ჯორჯიის შტატში კი სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ფლორიდაში 1.3 მილიონზე მეტი სახლი და ორგანიზაცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ელექტროენერგიის შეწოდება შეუწყდა 460 000 აბონენტს ჯორჯიაში, 67 000 აბონენტს სამხრეთ კაროლინაში და 20 000-ს ჩრდილოეთ კაროლინაში.
ამასთან, ქარიშხალმა ძლიერი ნალექი გამოიწვია, რის შედეგადაც გზები და სახლები დაიტბორა.
ამჟამად ქარიშხალი „ჰელენი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ტალაჰასის ამინდის სამსახურში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მისი შემდგომი შესუსტება, რადგან ის აგრძელებს მოძრაობას ჩრდილოეთით - ჩრდილო-აღმოსავლეთით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.