ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ცნობით, ქარიშხალ „ჰელენს“ ჯორჯიის შტატში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ფლორიდაში 9, სამხრეთ კაროლინაში 17, ჩრდილოეთ კაროლინაში 2 და 1 ვირჯინიაში.
ქარიშხლის შედეგად ქვეყნის სამხრეთში 4,6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.