არქივი7 აპრილი 2025, 20:54
აშშ-ში ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
NBC News-ის ცნობით, წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება, ყველაზე მეტი 10 ადამიანი ტენესის შტატში იმსხვერპლა.
ასევე, ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, კენტუკის, ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებში.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.