ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში, სუპერ ბოულის აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

აშშ-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 9 ბავშვია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ეჭვმიტანილი დააკავეს.
CBS News-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. წყაროს თქმით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.