ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს | ბაიდენი

აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიიღონ მისი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაზე მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კიევის სამხედრო დახმარებისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“ და "არასწორი ქმედება" უწოდა.
ბაიდენის თქმით, "თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ამაზე არ გაჩერდება". ის ვარაუდობს, რომ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეებს და შემდეგ „ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას“.
იხილეთ ასევე:
· უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ სიგიჟეა | ბაიდენი
· "ჯერ კიდევ გვრჩება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის" | პენტაგონის სპიკერი

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.