არქივი12 მარტი, 2024, 19:37
აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - Reuters
აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.