აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს 15 წლის ვადით სთავაზობს - ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს 15 წლის ვადით სთავაზობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-სთან ორმხრივი შეთანხმებების დიდი ნაწილი უკვე ხუთ დოკუმენტშია დაფიქსირებული, თუმცა რამდენიმე „ტექნიკური საკითხი“ რჩება, რომელიც შემდგომ განხილვას საჭიროებს.
„ვფიქრობ, [უსაფრთხოების გარანტიები] 15 წელზე მეტი ხნით გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე, მისი თქმით, უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებს რატიფიკაციისთვის საკუთარ საკანონმდებლო ორგანოებს წარუდგენენ.
წყარო: www.interpressnews.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.