ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-40-50 წლით სურს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას დადასტურდა, რომ უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ექნება.
„მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.