აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა

8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა “კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს,” რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება.

აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.

კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ხმოვანი კენჭისყრით დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში აქტს კონგრესმენების უმრავლესობა მიემხრო.

გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…