ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ მაიკლ კურილა კონსულტაციებს გამართავს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სხვა წარმომადგენლებთან. უახლოეს პერიოდში ირანის მხრიდან ისრაელზე მასშტაბური თავდასხმაა მოსალოდნელი.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს და ისრაელის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის ბოლო კვირის მანძილზე კომუნიკაცია ძალიან ხშირია, რადგან ერთობლივად მუშაობენ ისრაელის უსაფრთხოების მყისიერ რისკებზე.
აშშ-მ 10 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, ირანის საპასუხო თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ირანის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისრაელს დამასკოში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 13 წევრის, მათ შორის 2 გენერლის მკვლელობისთვის შესაბამის პასუხს გასცემდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.