ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, ირანი ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყამს.
გასულ კვირას მსგავსი ინფორმაცია The New York Times-მაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო იერიში გარდაუვალია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.