აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისი კვლევითი კონფერენცია გახსნა

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გახსნა, რომელიც სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს.
ინფორმაციის თანახმად, პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ