გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების კუთხით.
გენერალურმა პროკურორმა შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების სფეროში ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებს.
აშშ-ის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის, მათ შორის, ექსტრადიციების მიმართულებით.
გენერალურ პროკურატურაში ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ციფრული ლაბორატორია და გენერალური პროკურატურის შენობაში განთავსებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი დაათვალიერეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!