ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს, ვიბრძოლებ და ყველგან ვეცდები გადასახადების თავიდან აცილებას - ბრაზილიის პრეზიდენტი

აშშ-ს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს, ვიბრძოლებ და ყველგან ვეცდები გადასახადების თავიდან აცილებას - ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს.
ამის შესახებ ლუის ინასიო ლულა და სილვამ ესპირიტუ სანტოში ღონისძიების დროს განაცხადა. საუბარია ტრამპის გადაწყვეტილებაზე პირველი აგვისტოდან ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ.
ლულამ ხაზი გაუსვა ბრაზილიის მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, მაგრამ გააფრთხილა აშშ საპასუხო ქმედებებზე, თუ ტარიფები დაწესდება.
„პრეზიდენტ ტრამპის სრული პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ვთქვა: „თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებული“. შეერთებულ შტატებს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს. მე ვიბრძოლებ და ყველგან ვეცდები გადასახადების თავიდან აცილებას. მე ვიბრძოლებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მე ვისაუბრებ ჩემს „ბრიქსის“ პარტნიორებთან“, – თქვა ლულამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.