ანა ბუჩუკური – ვადას გამოვიყენებთ, რათა წარმოდგენილი იყოს მაქსიმალურად მისაღები კანდიდატურა ყველგან – სალომე ზურაბიშვილის საკითხი გვქონდა 6-7 თვის წინ, თუ ადამიანს არ უნდა, ვერ დააძალებ, მას თავისი გზა აქვს

„გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, “ლელოსა” და “გახარია საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის მთავრი ამოსავალი წერტილია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიებს შორის არ იყოს კონკურენცია.
როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა რეზიუმეში აღნიშნა, ეს არ არის პარტიული გაერთიანება, არამედ ტაქტიკური შეთანხმებაა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ პარტიები 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ შეთანხმდნენ ახლა, ბუჩუკური ასე პასუხობს:
“წინა საარჩევნოდ საუბარი იყო გაერთიანებაზე, ახლა გაერთიანება არ მომხდარა. ახლა მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კოორდინაციაზე და იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით. 2024 წლის არჩევნების წინ სულ სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა
და ეს იყო პარტიების გაერთიანება. გაერთიანება არც ახლა მომხდარა და არც მოხდება. საუბარია იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებში გვყავდეს საერთო კანდიდატები და სასურველია აპარტიული კანდიდატები. მემორანდუმის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ერთმანეთში არ იყოს კონკურენცია”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
კითხვაზე იყო თუ არა საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე და ჰყავთ თუ არა საერთო კანდიდატი, ბუჩუკური პასუხობს, რომ საბოლოო კანდიდატის დასახელებამდე ვადა არის 4 სექტემბრამდე, რის შემდეგდაც საზოგადოებას გააცნობენ კანდიდატებს.
“რა თქმა უნდა, ამ ვადას ორივე მხარე გამოვიყენებთ, რათა წარმოდგენილ იყოს მაქსიმალურად მისაღები კანდიდატურა ყველგან”,- აღნიშნა მან.
კითხვაზე, არის თუ არა მსჯელობა მერობის კანდიდატად მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, ბუჩუკური ასე პასუხბოს:
“სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხი გვქონდა 6-7 თვის წინ, თუმცა თუ ადამიანს არ უნდა, ვერ დააძალებ. მას თავისი გზა აქვს”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია