აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
აშშ, იაპონია და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, რომ ამ ზაფხულს ჩაატარებენ სამმხრივ ერთობლივ სამხედრო წვრთნას - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 2 ივნისს, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, მინორუ კიჰარამ და სამხრეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა, სინ ვონ სიკმა შეხვედრა გამართეს სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის პარალელურად.
მინისტრები "გამოვიდნენ პირობით, რომ კვლავ გააძლიერებენ სამმხრივ თანამშრომლობას, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულზე, ინდოეთ-წყნარ ოკეანესა და მათ მიღმა" - წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.