არქივი24 სექტემბერი 2025, 10:40
აშშ-მ სანქციებითა და ტარიფებით რუსეთის დასუსტება უნდა შეწყვიტოს - მედვედევი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ტარიფებითა და სანქციებით დასუსტება უნდა შეწტვიტოს, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ X-ზე განაცხადა.
,,რუსეთი მზადაა, დაემორჩილოს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START), რომელსაც ხელი 2010 წელს მოვაწერე. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, მაგრამ ხელშეკრულების წერილობითი დაცვა საკმარისი არაა. აშშ-მ უნდა შეწყვიტოს სანქციებითა და ტარიფებით რუსეთის დასუსტება. სხვაგვარად, პირდაპირი კონფლიქტის რისკი მაღალი რჩება",- წერს მედვედევი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.