ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე

ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე

ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.
„მაშინ, როცა მსოფლიო გაერო-ს მაღალი დონის კვირეულზე იკრიბება დიპლომატიისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად, რუსეთი სისასტიკით პასუხობს, უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების 12-საათიანი დაბომბვით. საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი: სანქციების ესკალაცია, ტარიფების დაწესება, კავშირების გაწყვეტა. იზოლაცია სრული უნდა იყოს“, - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისიც და აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მართალი იყო: ლავროვის გამოსვლების მოსმენა უსარგებლოა.
„მისი პირიდან არაფერი კარგი და ჭეშმარიტი არ გამოდის. გუშინ ლავროვმა კიდევ ერთი სიტყვა წარმოთქვა, ამჯერად - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და მოიტყუა, რომ რუსეთი ერთგულია გაერო-ს ქარტიისა და მისი პრინციპების, ასევე მშვიდობის მიმართ. ამავდროულად, რუსეთი უკრაინას რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს, რითაც თავისი ნამდვილი - ტერორისტული - სახე აჩვენა“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
კესტუტის ბუდრისი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ზეწოლა რუსეთზე და უკრაინა ძლიერი საჰაერო თავდაცვითი სისტემით უზრუნველყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.