ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მ ბაღდადში შიიტური სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური მოკლა

აშშ-მ ბაღდადში იერიში მიიტანა შიიტურ სამხედრო დაჯგუფება ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბაზე. შეტევის შედეგად მოკლულია ერთ-ერთი ლიდერი. ინფორმაციას გამოცემა Reuters აშშ-ს სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ავრცელებს.
წყაროს თქმით ამერიკის სპეცსამსახურებმა მანქანა ააფეთქეს, რომელშიც ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას ერთ-ერთი მეთაური აბუ ტაკვა იმყოფებოდა. იერიშის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა იგივე მე-12 ბრიგადა 2013 წელს დაფუძნებული შიიტური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძოდა. დაჯგუფებას ასევე კავშირი აქვს ლიბანურ ჰეზბოლასთანაც.
ორი დღით ადრე დრონის იერიშის შედეგად ისრაელის სპეცსამსახურებმა ბეირუთის გარეუბანში ჰამასის ლიდერი სალეჰ ალ-არური გაანადგურა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.