ბაღდადში -ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში, -ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.
პენტაგონის ინფორმაციით, ალ- ჯავარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ კიდევ ერთი წევრი დაიღუპა.
„არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. არანაირი ინფრასტრუქტურა და ობიექტი არ დაზიანებულა“, – აღნიშნა რაიდერმა.
აშშ-ის მიერ გუშინ ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიში ერაყის მთავრობაში საშიშ ესკალაციად და აგრესიად შეაფასეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”