-მა 19 არაევროპული ქვეყნიდან ყველა საიმიგრაციო განაცხადის განხილვა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დააპაუზა ყველა საიმიგრაციო განაცხადი, მათ შორის მწვანე ბარათისა და -ის მოქალაქეობის საკითხების დამუშავება, რომელიც შეტანილი იყო მიგრანტებისგან 19 არაევროპული ქვეყნიდან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებაა.
შეჩერება ეხება 19 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მოგზაურობის ნაწილობრივ აკრძალვა ჯერ კიდევ ივნისში დაუწესეს. კერძოდ, პაუზა ეხება მოქალაქეებს ავღანეთითან, ბირმადან, ჩადიდან, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბიადან, სომალიდან, სუდანიდან, იემენიდან, ბურუნდიდან, კუბადან, ლაოსიდან, სიერა-ლეონედან, ტოგოდან, თურქმენეთიდან და ვენესუელადან.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პაუზდება განხილვის პროცესში არსებული განაცხადები და ასევე აღნიშნული ქვეყნებიდან ყველა მიგრანტმა „უნდა გაიაროს ხელახალი საფუძვლიანი განხილვის პროცესი, მათ შორის პოტენციური ინტერვიუ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახალი ინტერვიუ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველა საფრთხის სრულად შესაფასებლად.
ოფიციალურ მემორანდუმში, რომელიც ახალ პოლიტიკის ასახვას ეხება, ნახსენებია რამდენიმე ბოლოდროინდელი დანაშაული, რომლებიც, სავარაუდოდ, მიგრანტებმა ჩაიდინეს, მათ შორის ეროვნული გვარდიის წევრებზე თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა