– სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე.
ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე ასევე განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას „არამოქალაქეებისთვის“, მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს, მოქალაქეობას ჩამოართმევს და ასევე განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს „საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“.
„სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა -ის სისტემამ სრულად აღდგეს, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს, მათ შორის „მძინარე ჯო ბაიდენის ავტოკალმის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების წმინდა აქტივს ან არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული, შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერ უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა