არქივი9 აპრილი, 2024, 06:54
აშშ-მა „ჰუსიტების“ საჰაერო თავდაცვისა და დრონების სისტემები გაანადგურა
აშშ-მა „ჰუსიტების“ საჰაერო თავდაცვისა და დრონების სისტემები გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა „ჰუსიტების“ საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს, რომელიც რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა და ასევე, უპილოტო საჰაერო სისტემას დაარტყეს, რომელიც „ჰუსიტებმა“ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაუშვეს.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად, კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.