არქივი27 დეკემბერი, 2023, 20:58
აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
პაკეტში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია, ასაფეთქებელი დაბრკოლებების გასასუფთავებლად, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო აღჭურვილობა, "სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა".
ცნობისთვის, ეს მიმდინარე წლის ბოლო სამხედრო დახმარებაა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.