ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი - 1,5 მლრდ ევრო გადაურიცხა

„ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„ჩვენ ჩვენი მეზობლის, მეგობრისა და მომავალი წევრის მხარეს ვდგავართ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
მთლიანობაში, 2023 წლისთვის, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური მხარდაჭერის 18 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი გამოუყო. დღევანდელ ტრანშთან ერთად ეს თანხები კიევში სრულად გადაირიცხა.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.