არქივი4 თებერვალი, 2026, 15:49
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა - Bloomberg

„ბლუმბერგი“ იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა.
„შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა, თუმცა მათი განხორციელების ნიშნები არ ჩანს“, - აცხადებენ სააგენტოს წყაროები.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი წარმატებით ეგუებოდა დასავლეთის სანქციების ზეწოლას. რუსეთის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ სანქციებმა მიზნებს ვერ მიაღწია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.