ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთების სამიზნეებზე

19 იანვარს აშშ-ის არმიამ კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთი მემაბოხეების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც წითელ ზღვაში ხომალდებზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები - აცხადებს თეთრი სახლი.
"დღეს დილით აშშ-ის ძალებმა სამი წარმატებული თავდაცვითი შეტევა განახორციელეს ჰუთების სამიზნეებზე იემენში" - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.
მიმდინარე კვირაში ეს მეოთხე "პრევენციული დარტყმაა" ჰუთების სარაკეტო დანადგარებზე, ამბობს კირბი და დასძენს, რომ ეს ქმედებები განხორციელდა "თავდაცვითი მოსაზრებით, თუმცა ისინი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების გაზრდას როგორც საბრძოლო, ისე სავაჭრო ხომალდებისთვის".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.