პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა მოხსნა

აშშ-მა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა მოხსნა

აშშ-მა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლებში შემავალი და გამავალი ყველანაირი საზღვაო მიმოსვლის ბლოკადა.

ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებში ან პორტებიდან.

აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ძალისხმევა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის სრული ძალითა და ეფექტურობით დაცვა და შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.