არქივი19 მარტი, 2024, 02:13
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურა
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და სამი იარაღის შესანახი კონტეინერი გაანადგურეს.
ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ აღნიშნული იარაღი რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა.
"დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის", - ნათქვამია აშშ-სი ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.