აშშ-ის ჰელსინკის კომისია: თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად

“თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.

“ქართული ოცნება” ქართველებს ართმევს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და აბრუნებს აგრესორების ღერძისკენ, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურებას.

მიუხედავად ქართველი ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობისა, “ქართული ოცნება” განაგრძობს ინტეგრირებას ავტოკრატიულ რეჟიმებთან.

ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტის, ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რაც მოჰყვა წინა წლებში, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მცდელობებს “ქართული ოცნების” მხრიდან. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ხელს უწყობდნენ “ქართული ოცნების” კამპანიას, ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.

აგვისტოში, “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, როგორც ჩინეთის “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ნაწილს.

თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად, რომლებზეც იგი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…