ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის წარმომადგენელი: ისრაელის მხრიდან ჯარის ნაწილობრივ გაყვანა მიანიშნებს ღაზაში ოპერაციათა ინტენსივობის კლებაზე

ისრაელის გადაწყვეტილება ღაზიდან გაიყვანოს სამხედროთა გარკვეული ნაწილი მიანიშნებს ნაკლები ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლას პალესტინელთა ანკლავის ჩრდილოეთით, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 1 იანვარს. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".
ისრაელმა გამოაცხადა ცვლილებაზე ტაქტიკაში და სამხედროთა რიცხვის შემცირებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისრაელმა ტანკები გაიყვანა ქალაქ ღაზის უბნებიდან. მაგრამ ღაზაში კვლავ გრძელდება შეტაკებები და ინტენსიური დაბომბვა.
ღაზის ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მოულოდნელად მოწყობილმა იერიშმა, რასაც, ისრაელის განცხადებით, ემსხვერპლა 1200 ადამიანი.
პალესტინელთა ჯანდაცვის მესვეურთა თქმით, ისრაელის საპასუხო შეტევას შეეწირა 21,978-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია კიდევ ათასობით პირი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.