არქივი13 ნოემბერი, 2025, 06:23
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის „შათდაუნს“ დაასრულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავრობის ე.წ. „შათდაუნს“ დაასრულებს.
კანონპროექტს მხარი 222-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის ექვსმა „დემოკრატმა“, წინააღმდეგ კი 209 წავიდა.
კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამდე სენატმა დაამტკიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა ხელმოსაწერად.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში მთავრობის „შათდაუნის“ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ოფიციალურად დასრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.