ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მ იერიშები მიიტანა ჰუსიტების დრონებზე, რომლებსაც გაშვებისთვის ამზადებდნენ

2 თებერვალს აშშ-მ იერიშები არა მხოლოდ ერაყსა და სირიაში, არამედ იემენშიც მიიტანა.
შემთხვევას წინ უძღოდა ხომალდი USS Carney-ის სისტემების მიერ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. ამის შემდეგ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიშები მიიტანეს იემენელი ჰუსიტების დრონებზე, რომლებიც გასაშვებად იყო გამზადებული. აშშ-მ იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაადგინა სამიზნეები და ის ფაქტიც, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის. ამის შემდეგ აშშ-მ წითელი ზღვის თავზე კიდევ 7 დრონი ჩამოაგდო.
აშშ-მ გასულ საათებში იერიში მიიტანა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე სირიასა და ერაყში. ეს პასუხი იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა დაჯგუფებების 39 წევრი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.