“აშშ-ის ცალმხრივობამ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შანსები გაანადგურა” | პუტინი

-ის ცალმხრივობამ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შანსები გაანადგურა”, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის BRICS-ის კრიზისულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ასობით ადამიანის სიკვდილი, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება და ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც განვითარდა, ღრმად შემაშფოთებელია. გაეროს ძალისხმევის დივერსიის გამო, პალესტინელების ერთზე მეტი თაობა აღიზარდა უსამართლობის გრძნობით მათი სახელმწიფოს მიმართ, ხოლო ხალხი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი უსაფრთხოების სრულ გარანტიას… ვაშინგტონი ცდილობდა ‘მედიატორის როლის მონოპოლიზებას' სხვა საერთაშორისო აქტორების ძალისხმევის დაბლოკვისას. ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ პალესტინის კვანძის ერთპიროვნულად გაწყვეტის მცდელობები სიცოცხლისუნარიანი და კონტრპროდუქტიული არ არის”, – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ “ღაზის სექტორში გაუარესებული კრიზისის შესამსუბუქებლად” დღეს ვირტუალური სამიტი გაიმართა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსა ხელმძღვანელობდა. BRICS-ის ლიდერებმა ისრაელის ღაზის სექტორზე შეტევებისა და ორივე მხარის საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს.
„ჩვენ ვგმობთ პალესტინელების ყოველგვარ ინდივიდუალურ ან მასობრივ იძულებით გადაყვანას და დეპორტაციას საკუთარი მიწიდან…. პალესტინელების იძულებითი გადაყვანა და დეპორტაცია, იქნება ეს ღაზაში თუ მეზობელ ქვეყნებში, წარმოადგენს ჟენევის კონვენციების სერიოზულ დარღვევას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ომის დანაშაულებებსა და დარღვევას”, – წერია თავმჯდომარის განცხადებაში.