ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე აღარ გავრცელდება

აშშ-ის ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე აღარ გავრცელდება

სმარტფონები და კომპიუტერები იმ ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომპონენტების შორისაა, რომლებსაც გამონაკლისის წესით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები არ შეეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს.
მითითება, რომელიც პარასკევს საღამოს გავრცელდა, მოჰყვა ტრამპის მიერ ამ თვის დასაწყისში მიღებულ გადაწყვეტილებას ჩინურ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მითითებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტარიფები არ შეეხება ნახევარგამტარებს, მზის ბატარეებს, ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, ფლეშ დრაივებს და მეხსიერების ბარათებს.
თეთრი სახლის განმარტებით, გამონაკლისები დაწესდა იმისთვის, რომ კომპანიებს წარმოების აშშ-ში გადატანისთვის დრო ჰქონდეთ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.