აშშ-ის ტარიფები აღარ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე და მეხსიერების ბარათებზე – ნათქვამია აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაში.
ამ ინსტრუქციას, რომელიც ამერიკაში პარასკევს ღამით გამოჩნდა, წინ უძღოდა ტრამპის მიერ თვის დასაწყისში ჩინეთის პროდუქტებზე 145%-იანი ტარიფების დაწესება. ეს დიდი ზარალით ემუქრებოდა ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომლებიც პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებენ. ზოგიერთი შეფასებით, ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ახალი “აიფოუნის” და სხვა ელექტრონული პროდუქციის ფასი ამერიკაში შეიძლება სამჯერ გაზრდილიყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს