აშშ-ის სენატში რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს
აშშ-ის სენატში, რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. ეს კანონი ისტორიაში პირველად მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას, მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც ვაშინგტონი ომში არ არის ჩართული.
კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.
მოსკოვში განაცხადეს, რომ კრემლი რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციაში "არამეგობრული ქვეყნების" აქტივების მიმართ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.