ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ვებგვერზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ პრინციპში წინადადებაზე, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული მოგება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საუბარია შეთანხმების პირველ ნაბიჯზე. კერძოდ, მისი თქმით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას - გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების ცალკე ანგარიშზე განთავსებას. „ახლა საქმეა შემდეგი ნაბიჯის შეთანხმების საკითხი: ფულის რეალურად გაგზავნა უკრაინაში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.