ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.
როგორც ოპოზიციონერებმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე დააყენებენ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს და ისაუბრებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ცნობისთვის, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდა “ქართული ოცნების” ქალ წევრებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.