არქივი3 იანვარი, 2026, 14:42
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება

მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობას.
„ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, - წერს ლანდაუ X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.