არქივი3 იანვარი, 2026, 15:27
ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი - მარკო რუბიომ მაცნობა, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება

მარკო რუბიომ მაცნობა, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი სოციალურ ქსელში წერს.
„რესპუბლიკელი“ სენატორის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა.
„მან მაცნობა, რომ ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე აშშ-ში წარდგეს“, - წერს ლი X-ზე.
ლის თქმით, მარკო რუბიოს ვენესუელაში „დამატებითი მოქმედებების მოლოდინი არ აქვს“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.