აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე – გურამ მაჭარაშვილი

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამ განცხადებით, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის მავნებლობა.
„თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც აშშ-სთან უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა – ვასალური“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი