ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 3 თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება - როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები ყოველ სამ თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება - მაშინ როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
ბოკუჩავას თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი დასრულებულია და "მსჯელობა სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს".
"ეს თემა ყველას მობეზრდა - მათ შორის მობეზრდა ჟურნალისტების უმრავლესობას, ამომრჩეველს. პროცესისგან სიამოვნებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამ თემებზე მუდმივი პედალირებით ივანიშვილს სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.