არქივი27 ივნისი, 2024, 07:20
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში აშშ-ის საელჩოს ატაშეს გარდაცვალებას ადასტურებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევის ერთ-ერთ სასტუმროში აშშ-ის საელჩოს ატაშე გარდაცვალა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს შეუძლია „დაადასტუროს აშშ-ის მთავრობის თანამშრომლის გარდაცვალება“.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს ატაშე, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში, Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ატაშეს ცხედარი იპოვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.