ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას. მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები და ყველა უსამართლოდ დაკავებული გაათავისუფლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.